რეზონანსი
25.09.2025

28 სექტემბერს, წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება. 

ცოცვის ფესტივალზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება - 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე. 

ფესტივალში მონაწილეობით, თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის - ცოცვის პოპულარიზაციას. მითუმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. 

გელოდებით - ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×