რეზონანსი
25.09.2025

ის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე არაგონიერი მმართველი, რომელმაც გაწირა საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ერი და იცლის რატომღაც საქართველოსთვის. საქართველოსთვის, რომელიც ყველა ინდიკატორის მიხედვით, რომელიც მათ შორის ევროკავშირის მიერ არის მომზადებული უსწრებს ზელენსკის მმართველობას ყველა იმ საკითხში, რაშიც მან დღეს საქართველო დაადანაშაულა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელმაც გაეროს ტრიბუნა საქართველოს კრიტიკისთვის გამოიყენა.

„საწყენი არა, არც შემაშფოთებელი, უკვე სამარცხვინოა, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფოს პრეზიდენტი, რომელმაც კარგად გახსოვთ, როგორი დემარშით გამოაძევა იქიდან ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა მაშინ, როდესაც ბოლომდე მხარში ედგა საქართველოს დიპლომატი კიევში აქტიური დაბომბვების დროს, დღეს იცლის ამ კრიზისის დროს და საუბრობს საქართველოზე, რომ თურმე საქართველო არის გადასარჩენი და ჩვენ ვართ თურმე რუსეთზე დამოკიდებული მაშინ, როდესაც სწორედ ზელენსკიმ გახვია რუსეთთან ცეცხლის ალში საკუთარი სამშობლო და ხალხი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში. ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება, ხოლო საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე, და მრავალი წლის განმავლობაში ბელარუსიც რუსეთზე დამოკიდებულებისკენ მიიწევდა. ევროპას არ შეუძლია მოლდოვის დაკარგვაც“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×