რეზონანსი
24.09.2025

„ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომის უბნებში მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, პარტია „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილთან, გინესის რეკორდსმენთან, გიორგი ტალახაძესთან და ოლიმპიური თამაშების პრიზიორთან, რევაზ ლაშხთან ერთად, შეხვედრა ვაშლოვანის, ე.წ ჩარხისწყლის და არდაგანის დასახლებაში გამართა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს, ქალაქის N1 (1,2,3 საარჩევნო უბანი) ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, მერაბ იობაშვილი წარუდგინა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბორჯომში არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ბორჯომში მიმდინარეობს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, პროექტი ითვალისწინებს როგორც ისტორიული შენობების რეაბილიტაციას, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეების და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ატრაქციონების მოწყობას, ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით ბოლო წლებში 15-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია განხორციელდა, ამ მიმართულებით მომავალშიც დაგეგმილია სამუშაოები”, - აცხადებს გელაშვილი.

მერობის კანდიდატი პირობას დებს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არაერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს, რათა ქალაქი უფრო მეტი ტურისტის საყვარელ ადგილად აქციოს.

ასევე, დაგეგმილი აქვთ სოციალური პროგრამის დამატება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×