
ოთხშაბათს საღამოს, ეილათში, სავაჭრო ცენტრთან ახლოს იემენიდან გაშვებული 2 დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთაგან თხუთმეტი „იოსეფტალის“ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს წარმომადგენლების თქმით, ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, ერთი - საშუალო სიმძიმის, დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. რამდენიმე ადამიანს შოკის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ვერ შეძლეს ირანული წარმოების დრონების განადგურება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძლიერი არმიის მქონე ქვეყნები, მათ შორის პოლონეთიც, ვერ ახერხებენ იაფფასიანი დრონებისაგან თავდაცვას.