რეზონანსი
24.09.2025

მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში, სლოვაკეთის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ყაველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს.

„როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, საქართველოს და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, საერთო ღირებულებებსა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ეკონომიკური კავშირებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×