რეზონანსი
24.09.2025

“გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება” - რა ეტაპზეა საგარეჯოში ავტომაგისტრალის მშენებლობა“გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება” - რა ეტაპზეა საგარეჯოში ავტომაგისტრალის მშენებლობა

„საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს მონაკვეთი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კახეთის მიმართულებით“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი მონაკვეთი და ამ პროექტით მაგისტრალის განვითარება გრძელდება.

როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, კახეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი – საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთი აქტიური ტემპით შენდება. მისი თქმით, მშენებლობის ფარგლებში იგეგმება ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდის, 8 გზაგამტარისა და 86 წყალგამტარი მილის აშენება.

„ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სადრენაჟე სისტემებისა და გზის საფუძვლის გამაგრების სამუშაოები, მიმდინარეობს: მიწის სამუშაოები და გზის საფუძვლის მოწყობა; კომუნიკაციების და სამელიორაციო სისტემების გადატანა; რკინა-ბეტონის ხიმინჯებისა და წყალგამტარი მილების მონტაჟი; მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობა; სახიდე გადასასვლელებისთვის კოჭების დამზადება და დამცავი ბარიერების მოწყობა.

საგარეჯო–ბადიაურის მონაკვეთი სოფლებს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს გვერდს აუვლის. შედეგად, გზა 2 კმ-ით მცირდება და მგზავრობას 15 წუთის ნაცვლად მხოლოდ 10 წუთი დასჭირდება“,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, საგარეჯო–ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 276.7 მილიონ ლარს შეადგენს.

„მნიშვნელოვანი კომპონენტია ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედნის მოწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის. ეს სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესს, ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას და კახური ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციას.

ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს უსაფრთხოებას და შექმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთელი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის“,- აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×