რეზონანსი
24.09.2025

პოლიცია ამ ხალხს ასე, რომ ექცეოდა მე ვცდილობდი, რომ მათ ჰქონოდათ საწვიმარი, ლობიანი და აირწინაღი, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე.

მისი თქმით, ფინანსურ უზრუნველყოფად არ ითვლება აირწინაღები შეძენა და ჯარიმების გადახდა.

„პოლიცია ამ ხალხს ასე, რომ ექცეოდა მე ვცდილობდი, რომ მათ ჰქონოდათ ჯანმრთელობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ასევე, ჰქონოდათ საწვიმარი, ლობიანი და ასევე, ჰქონოდათ აირწინაღი. აირწინაღის შეძენა არ ნიშნავს ფინანსურ უზრუნველყოფას ადამიანისას. ჯარიმების გადახდაც“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვა მიმდინარეობს.

ის გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული. გამოძიება საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×