რეზონანსი
24.09.2025

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, ვაჭრობის მდივანთან კომუნიკაცია იყო მეგობრული. მისივე განცხადებით, ლუტნიკს მან ქართველი ხალხის გზავნილი გადასცა.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×