რეზონანსი
24.09.2025

პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დღეს ქალაქ ღაზაში ისრაელის შეტევას, სულ მცირე, 22 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი ემსხვერპლა. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა, მაჰმუდ ბასალმა მკვლელობებს „საშინელი ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა.

ამასთან, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საავადმყოფოს ექიმების ცნობით, დღეს ღაზის სექტორში სულ 51 ადამიანი დაიღუპა.

„სქაინიუსის“ ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ქალაქი ღაზა 300 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რადგან ისრაელმა მოსახლეობას სამხრეთით გადაადგილების ბრძანება მისცა, თუმცა გაერო-ს სააგენტოებისა და დახმარების ჯგუფების ცნობით, დაახლოებით 700 000 ადამიანი კვლავ ქალაქში რჩება.

ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე 65 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ცნობისთვის, სექტემბრის დასაწყისში ისრაელის სამხედროებმა ქალაქ ღაზის მცხოვრებლებს და იქიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უბრძანეს, ქალაქი დაეტოვებინათ და სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასულიყვნენ. იმ დროისთვის ქალაქში დაახლოებით მილიონი ადამიანი იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×