რეზონანსი
24.09.2025

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მაკა ბოჭორიშვილთან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი საქართველოს დემოკრატიულ და წარმატებულ მთავრობას მხარს უჭერს.

„მიუღებელია, თუ როგორ ერევა ბრიუსელი საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში! უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და წარმატებულ მთავრობას, ამიტომაც აქ, ნიუ-იორკში ჩემს კოლეგასთან მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ვაგრძელებთ“, - დაწერა სიიარტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×