რეზონანსი
24.09.2025

23 სექტემერს, 23:52 საათზე, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციას შეტყობინება მიაწოდეს, რომ არმავირის რაიონის მერძავანის დასახლებაში, ერევნის გზატკეცილზე სროლა მოხდა.

„არმენპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციამ. წინასწარი ინფორმაციით, არის 2 დაღუპული და 1 დაშავებული. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი თემის ხელმძღვანელი ვალოდია გრიგორიანია.

გამოცემა იუწყება, რომ შსს თანამშრომლები ატარებენ ღონისძიებებს შემთხვევის ყველა გარემოების დასადგენად. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×