რეზონანსი
24.09.2025

„მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ „მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ქართულ საზოგადოებას დღემდე არ მოგვისმენია ამ მავნე კამპანიის დაგმობა ან თუნდაც მისგან გამიჯვნა. ნებისმიერ სხვა განცხადებამდე, ჯერ ამ ვალის გადახდაა საჭირო", - წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ, მათი კითხვის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა: „სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, რომელიც გაბედულად და მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში, აწყობს დემონსტრაციებს ევროპული ღირებულებებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, აყვავებას. ჩვენი გზავნილია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ უფლება მისცეს დემონსტრაციის, არ შეუშინდეს თავისუფალი მოქალაქეების პლურალიზმს, რომლებსაც სურთ, მათ ხმას მოუსმინონ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×