რეზონანსი
24.09.2025

რადიკალური ოპოზიცია რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს და ძალადობას კანონით გაეცემა პასუხი, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის თქმით, „ეს ადამიანები არჩევნებში წაგებისთვის არიან განწირული".

მოსახლეობა შეეჩვია რადიკალური ოპოზიციის სიცრუეს და შემდეგ იმას, რომ ისინი პასუხისმგებლობას არაფერზე იღებენ. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რადიკალური ოპოზიცია მშვიდობიან დამხობაზე ისაუბრებს, ალერსიან გადატრიალებაზე თუ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლაზე, ფაქტი ფაქტად რჩება - ეს ადამიანები არჩევნებში წაგებისთვის არიან განწირული. სიძულვილის დიდმა პროპაგანდამ, რასაც ეს ადამიანები ამუშავებენ, საქართველოს მოსახლეობაში ნდობა საერთოდ მოკლა. ამას მათი უცხოელი მხარდამჭერებიც კარგად ხედავენ. რისთვისაც არ უნდა ემზადებოდნენ, უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში კანონი კანონობს, ძალადობას კი კანონით გაეცემა პასუხი", - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×