რეზონანსი
24.09.2025

ტრაგედია ოთარ კიტეიშვილის ოჯახში - ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა. ის სასწრაფოდ საქართველოში გამოემგზავრა.

დღეს კიტეიშვილის „შტურმი" ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. გრაცელები სტუმრად დანიურ „მიდტიულანდს" დაუპირისპირდება.

„შტურმმა" ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქართველი ნახევარმცველი გუნდს დანიაში არ გაჰყვა, ამის მიზეზი კი პირადი, ოჯახური მიზეზი დაასახელა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ პარენსენმა გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ კიტეიშვილს თხოვნა უყოყმანოდ დაუკმაყოფილეს.

„კიტემ დღეს დილით გვაცნობა, რომ ოჯახური საკითხის გამო ჩვენთან ერთად ვერ გაემგზავრებოდა დანიაში. რა თქმა უნდა, სრულად გვესმის მისი, ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. მას გუნდში მყოფი თითოეული წევრი იმ დროს მივცემთ, რაც საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის სჭირდება. დაველოდებით, როდის დაბრუნდება და მზად იქნება." „ბოლო წლებში მან დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს მისი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგაც გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ ხვალ არ გვეყოლება, მაინც კარგ ხასიათზე ვართ. ბოლო თამაშებში მის გარეშეც კარგად ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ამ დანაკლისის კომპენსირება შეუძლია," - ამბობს პარენსენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×