რეზონანსი
24.09.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა. აღნიშნულის გამო, მანდატურებმა სასამართლო შენობიდან ყველა პირი გაიყვანეს, თუმცა თუ რა გახდა ევაკუაციის მიზეზი უცნობია.

ადგილზე მყოფი პირების ცნობით, შემოვიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შენობაში ბომბია დამონტაჟებული.

ასევე, ევაკუაციის გამო შეჩერებულია ყველა სასამართლო პროცესი, მათ შორის ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა. დარბაზიდან გაიყვანეს ბრალდებული გელა უძილაურიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×