რეზონანსი
24.09.2025

არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე  არჩეული მთავრობის ფუნქციონირების გლობალური შეფასების ანგარიშს, რომელშიც  საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.

ანჯაფარიძე იმედოვნებს, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ევროკავშირი რეალისტური განწყობით შეუდგება საქართველოსთან ურთიერთობას.

„არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს ევროკომისიის თუნდაც ეს ანგარიში, სხვა მსგავს კვლევებთან ერთად, იმაზე თუ რატომ ერჩის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ მთავრობას მთელი ევროკავშირი და მისიის ევრობიუროკრატია, როდესაც კვლევაში შავით თეთრზე წერია, რომ "საქართველოში არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე" აღემატება ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნების მსგავს მაჩვენებელს.

კიდევ ცოტა ვაცალოთ, და იქნებ 4 ოქტომბრის შემდეგ ცოტა რეალისტურ რელსებზე დადგნენ ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობში“, - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×