რეზონანსი
24.09.2025

ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, ჟურნალისტებთან ტონს არავინ უნდა აუწიოს.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით, „იმედის" ჟურნალისტის კითხვებზე, რომელიც ევროკავშირის ელჩის პასუხებს შეეხებოდა.

„რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია. ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. ასეთ აწეულ ტონს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა. ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს მიუღებელია და მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×