რეზონანსი
24.09.2025

ევროკომისიამ ფრიდომ ჰაუსის 2025 წლის ანგარიშისფარგლებში, მთავრობების ფუქციონირებისგლობალური შეფასება გამოაქვეყნა. ინდექსი მოიცავს მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის შესახებ ანალიზს 2013 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში. კვლევის მიზანი იყო, 12 ბალიანი სისტემით შეეფასებინა მთავრობის ფუქციონირება, დემოკრატიულ კონტექსტში, კერძოდ : „არჩეული თანამდებობის პირების შესაძლებლობა ეფექტიანად და ანგარიშვალდებულად განახორციელონ მმართველობა ზედმეტი ჩარევების გარეშე“. 

2025 წლის შეფასებით საქართველოს მთავრობამ 7 ქულა მიიღო და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ნატოს წევრ ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთანდა მონტენეგროსთან ერთად თანაბარი შეფასებით.  რეიტინგით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. მთავრობის ფუნქციონირების შეფასებითსაქართველო უთანაბრდება სინგაპურს და უსწრებს ნატოს და ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას უნგრეთს და თურქეთს.  რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს _ მოლდოვას და უკრაინას, ეს ქვეყნები არჩეული მთავრობების ფუნქციონირებით ევროპის უკანასკნელ ექვსეულშია, რუსეთთან, ბელორუსთან, ბოსნია ჰერცოგოვინასთან და სერბეთთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×