რეზონანსი
24.09.2025

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და. შემ­თხვე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­სა და ფო­ტო­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

“აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ლე­წი­ლია ყვე­ლა­ფე­რი. მთელს სახ­ლში იყო უზარ­მა­ზა­რი აფეთ­ქე­ბა, ბეწ­ვზე გა­დავ­რჩით... მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს აფეთ­ქდა 2 კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი. 2 დღეა ვამ­ბობთ, რომ გა­ზის სუ­ნია, მო­ვი­და სა­მაშ­ვე­ლო, სა­ხან­ძრო, პატ­რუ­ლი და გვი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის... პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი არა­ვინ არის.

ახალ­გაზ­რდა, 19 წლის გოგო და­იწ­ვა, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. იმ­ხე­ლა რყე­ვა იყო, რომ კა­რე­ბი მთლი­ა­ნად ჩა­ლე­წი­ლია ჩემს სახ­ლში,“ - განაცხადა ლაშა შე­რო­ზიამ.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 2 მუხ­ლით - სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე და 240-ე პრი­მა მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა­სა და ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×