რეზონანსი
24.09.2025

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×