
ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ რამდენი ქართველი ბიზნესმენი დადის დასავლეთში ირწმუნება, რომ ივანიშვილი არ დაასანქცირონო. ამჟამად, ნინო ჯანგირაშვილი ერთ-ერთი ბიზნესმენის ვინაობას ასაჯაროებს:
,,აბა, ყურადღება! გასაჯაროება №1, წყაროსგან ნებართვის მიღების შემდეგ:
„საქართველოს ბანკის“ ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
მოძრაობს ძირითადად დიდ ბრიტანეთში, ხვდება პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ეკონომიკის 1/5 და მისი სანქცირება (მათ შორის მისი ახლო გარემოცვის) მთლიანად ფინანსურ სისტემაზე და ეკონომიკაზე იქონიებს მძიმე გავლენას (რაღაც მონაცემებს დაატარებს ქაღალდებით),ჩამოშლის ორივეს, დასავლური ფულისთვის ჩაკეტავს საქართველოს და რუსეთის ამარა დატოვებს", - დაწერა ჯანგირაშვილმა.