რეზონანსი
23.09.2025

მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, რომელიც სავარაუდოდ ფულის გამო დაწყებულ „ქურდულ გარჩევას" უკავშირდება, სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. უცნობმა პირმა 21 წლის ახალგაზრდას ქუჩაში ცეცხლი გაუხსნა და მძიმე დაზიანებები მიაყენა მუცლის არეში.

დაჭრილს სასწრაფოდ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი და თავდამსხმელი თანასოფლელები არიან. მათი კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ დაწყებული გარჩევის გაგრძელებაა. თავდამსხმელი ახალგაზრდას ავტომობილთან ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როცა იგი ფეხით მარტო გადაადგილდებოდა. წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, შემთხვევას თვითმხილველი არ უნდა ჰყოლოდა.

წყარო: tvpirveli.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×