
რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ საქართველოში, 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება.
“ელემენტარული მათემატიკა:
საქართველოში, 10 000 ორგანიზებულ, მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერი დაწესებულების, თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება/ბლოკირება (პარლამენტი, კანცელარია, საკრებულო, მერია, სამინისტრო, ცესკო, გზა, მაგისტრალი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი, პორტი, ტერმინალი და ა.შ.)
ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი ს !
100 000 ადამიანი ნიშნავს 10 ასეთ ჯგუფს, 200 000 ადამიანი ნიშნავს 20 ასეთ ჯგუფს.
თეორიულად ეგრეა.
p.s. 9 X 6 = 54”- წერს ხაჩიძე.