რეზონანსი
23.09.2025

"კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა ასეფ ჩირაგოვი, რომელიც ბოლნისში "ლელო - ძლიერი საქართველოდან" მერობის კანდიდატი იყო და კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.

ეს გადაწყვეტილება დღეს "ლელოში" სუს-ის მხრიდან შანტაჟად და მოსყიდვად შეაფასეს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათ კანდიდატზე ზეწოლა განხორციელდა. თავად ასაფ ჩირაგოვი კი, "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

"ზეწოლა არ იყო არაფერში, საერთოდ. არავინ ამაში არ ჩარეულა, ეგ არის ჩემი გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. საერთოდ არ მისაუბრია მაგაზე, არც პოლიციელი, არც სხვა ვინმე, არავინ [არ იყო]. ირაკლი კუპრაძესთან არანაირი ურთიერთობა და კავშირი არა მაქვს, არასდროს სატელეფონო კომუნიკაცია არ გვქონდა. ბოლნისში, სადაც გავიზარდე, მინდოდა, რომ იქ მემსახურა, მაგრამ მერე, რაღაც პერიოდის შემდეგ გავიგე, რომ ესენი სიმშვიდის მოპირდაპირე რაღაცას აპირებენ და მე არ მინდა, რომ ამის წევრი ვიყო," - აღნიშნა ასეფ ჩირაგოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×