რეზონანსი
23.09.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ევროპულ ბლოკში გაწევრიანებას, რაც, მისი აზრით, ევროკავშირს ომში ჩაითრევს და გააკოტრებს.

„თუ ევროკავშირი უკრაინას გააწევრიანებს და საკუთარი ტერიტორიის დაცვას მოისურვებს, ყელამდე ომში ვიქნებით. უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრეთის ეკონომიკას, შეცვლის ევროპულ სოფლის მეურნეობას და გააკოტრებს როგორც უნგრეთს, ისე მთელ ევროპას", - თქვა უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×