
ქუთაისის მეთოთხმეტე საჯარო სკოლის ყოფილი მოსწავლე, ნიკა დვალიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად იყო, როცა მდინარეში ხიდიდან გადახტა და გულმა ვერ გაუძლო. ტრაგედია 17 სექტემბერს დატრიალდა.
"17 სექტემბერს ჩვენი სკოლის მე-12 „ა“ კლასის კურსდამთავრებულის, ნიკა დვალიშვილის, დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ. გამოაკლდა ჩუმი, უწყინარი, ზრდილი, თავმდაბალი და ღირსეული ახალგაზრდა თავის კლასელებს.
მიწა გეცოტავა მეოცნებეს და შეუერთდი ზეციურ სამყაროს. გვენანები, გვიყვარხარ გული გვტკივა, ჩვენო ნიკა!" - პედაგოგი ნინო ჭოლოკავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე