რეზონანსი
23.09.2025

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩად ალექ­სან­დრე კარ­ტო­ზია და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ალექ­სან­დრე კარ­ტო­ზი­ას სა­ჯა­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

„სხვა­დას­ხვა წლებ­ში ის მუ­შა­ობ­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რად.

ალექ­სან­დრე კარ­ტო­ზია იკა­ვებ­და წამ­ყვან აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში; ასე­ვე, მუ­შა­ობ­და მკვლევ­რად და უძღვე­ბო­და სა­ლექ­ციო და სა­სე­მი­ნა­რო კურ­სებს ბერ­ლი­ნის, ფრან­კფურ­ტის, ბრე­მე­ნის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში.

ალექ­სან­დრე კარ­ტო­ზი­ამ, რო­გორც მეც­ნი­ერ­მა და მთარ­გმნელ­მა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ში.

2022 წელს ის გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის დამ­სა­ხუ­რე­ბის ორ­დე­ნით - „დამ­სა­ხუ­რე­ბის ჯვრით" და­ჯილ­დოვ­და",- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×