რეზონანსი
23.09.2025

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022-2024 წლებში ეროვნულმა ბანკმა 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა, 100-მდე სუბიექტს რეგისტრაცია გააუქმა.

ეროვნული ბანკის ცნობით, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს.

„2022-2024 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დარღვევისათვის 461 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა. ჯარიმის ოდენობამ 3 474 100 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა 100-მდე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

აღსანიშნავია, რომ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი"-ს თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს პუნქტის ხელახალ რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში თუ სებ-ს განცხადებით მიმართავს იმ პუნქტის უფლებამოსილი პირი, რომელსაც ამავე ბრძანებით განსაზღვრული წესის საფუძველზე გაუუქმდა რეგისტრაცია და მისი გაუქმებიდან არ გასულა ორი წელი.

დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 513 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ჩათვლით 721 ლოკაციაზე ოპერირებს",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×