
ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლა მე-12 კლასის კურსდამთავრებულის ტრაგიკულ დაღუპვას გლოვობს.
"ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვზეიმობდით და უცებ ჩამოჰკრა გლოვის ზარმა. ტრაგიკული აღმოჩნდა 17 სექტემბერი, როცა ჩვენი სკოლის მე-12 კლასის კურსდამთავრებულის ნიკა დვალიშვილის დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ.
გამოაკლდა ჩუმი, უწყინარი, ზრდილი და თავმდაბალი ახალგაზრდა თავის კლასელებს.
დღეს უნივერსიტეტის კარი უნდა შეგეღო, მაგრამ გიმტყუნა წუთისოფელმა... მუდამ ემახსოვრები მშობლიურ სკოლას, პედაგოგებსა და კლასელებს", - წერს მასწავლებელი ნინო ჩოლოკავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე