რეზონანსი
23.09.2025

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული "NGO"-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან. სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც - სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული,  პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული "NGO"-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან.

სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ.

როცა შენი „საქმე“ ელემენტარულ ზღვარსაც ვერ გადის, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ტყუილზე, პოლიტიკურ დაკვეთასა და იაფფასიან პროპაგანდაზე  ხარ აგებული. მხოლოდ გრანტებს და  მფარველების ინტერესებს ემსახურები.

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც - სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული,  პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია!“ - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×