
მომღერალ-პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე უშბა ონიანის ქორწილში რუსულად ნათქვამ სადღეგრძელოს გამოეხმაურა და ტელეკომპანია "იმედს" მიმართა:
"გუშინწინ ვიყავი მცხეთაში ჩემი დიდი ხნის მეგობრის, ტარიელ ონიანის, შვილის ქორწილში, რომლის ნათლიაც ვარ. "ტვ. იმედმა" გამომიჭირა დანაშაულზე იმაში, რომ ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო რუსულად ვთქვი. მაინტერესებს თუ რა ენაზე უნდა დამელოცა ისინი, თუ პატარძალი რუსულენოვანია? "ტვ.ნადეჟდას" რჩევა არ მოუცია. ამჯერად მარტო გამაკრიტიკა. ამაზეც დიიიიიიიიდი მადლობა!" - დაწერა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, ე.წ. კრიმინალური ავტორტეტის ტარიელ ონიანის შვილის ქორწილის შესახებ ინფორმაცია ცნობილი სწორედ პაატა ბურჭულაძისგან გახდა. ფოტოები სოციალურ ქსელში თავად მან გამოაქვეყნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე