რეზონანსი
22.09.2025

“ქართული ოცნების” ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.

მას კიდევ ერთი გულწრფელი და თბილი დიალოგი ჰქონდა სოფელ ანდეზიტში, ციხიჯვარში, დიდ და პატარა მიტარბში მცხოვრებლებთან.

როგორც გელაშვილი აცხადებს, მოხარულია, რომ ადგილობრივების საჭიროებები სრულად თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რაც მასსა და მის გუნდს აქვთ განსაზღვრული.

სოფლებში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ბორჯომის შტაბის უფროსი, გიორგი ფერაძე და შტაბის წევრები.

დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია ზურაბ კურტანიძე, ხოლო ციხიჯვარის ადმინისტრაციულ ერთეულში - გიორგი ბლიაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×