რეზონანსი
22.09.2025

გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, ისე როგორც არასდროს, გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს შტაბ-ბინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი.

„დღესაც გაერო-ს პრინციპები თავდასხმის ქვეშაა, ისე როგორც არასდროს. ახლა ვიდრე აქ ვხვდებით, მშვიდობიანი მოსახლეობა თავდასხმების სამიზნე ხდება და საერთაშორისო სამართალი გათელილია ღაზაში, უკრაინაში, სუდანსა და მათ მიღმა. ვიდრე აქ ვსაუბრობთ, სიღატაკე და შიმშილი იზრდება, მდგრადი განვითარების პროგრესი კი ჩერდება, პლანეტა ნადგურდება ხანძრებით, წყალდიდობებით და რეკორდული სიცხეებით, რომელიც მძვინვარებს კლიმატურ ქაოსში. ამავდროულად, ჩვენ წინ მივიწევთ მრავალპოლარული მსოფლიოსკენ, მაგრამ მტკიცე, მრავალმხრივი ინსტიტუტების გარეშე. მრავალპოლარულობა რისკის ქვეშაა, როგორც ეს ევროპამ პირველი მსოფლიო ომის დროს ისწავლა. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავიცვათ გაერო, არამედ უნდა გავაძლიეროთ ის. ეს არის 2030 წლისთვის დღის წესრიგის მიზანი. მომდევნო 80 წლისთვის გამოცდები იქნება როგორც ნაცნობი, ასევე ახლებიც. ბრძოლა გაგრძელდება ომებისა და სიღატაკის წინააღმდეგ. ასევე კლიმატური ქაოსი, უმართავი ტექნოლოგიები, კოსმოსის მილიტარიზაცია და კრიზისები, რომლებიც ჯერ ვერც წარმოგვიდგენია. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად უნდა გავიხსენოთ ის, რაც ჩვენმა დამაარსებლებმა იცოდნენ: ერთადერთი გზა წინ - ერთად ყოფნაა", - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×