რეზონანსი
22.09.2025

 ვენი დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქებისადმი საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი საფრთხეშია. კრემლი ასობით მილიონ ევროს ხარჯავს ასობით ათასი ხმის შესაძენად, ყოველდღიურად ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ასობით ადამიანს უხდიან არეულობის, ძალადობის პროვოცირებისა და ხალხის დაშინებისთვის", - აღნიშნა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, „არ ჩააბარონ ქვეყანა უცხო ქვეყნის ინტერესებს".

„თუ რუსეთი მოლდოვაზე კონტროლს მოიპოვებს, შედეგები პირდაპირი და საშიში იქნება ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ყველა მოლდოველი დაზარალდება, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცა ხმა", - განაცხადა სანდუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×