რეზონანსი
22.09.2025

ოპოზიცია 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებს ვერც მერის და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას, - განუცხადა ჟურნალისტებს დუშეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება აქციას, მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესები ძალიან მშვიდად წარიმართება.

„რეალური მდგომარეობა არის ის, რომ ოპოზიციას არც ერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება. წინა შემთხვევაში იყო განსხვავებული ვითარება, მათ ერთ მუნიციპალიტეტში მოახერხეს არჩევნების მოგება და რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს არჩევნების მოგება. ამ შემთხვევაში ისინი 64-დან ვერც ერთ მუნიციპალიტეტში ვერ ახერხებენ ვერც მერისა და ვერც საკრებულოს არჩევნების მოგებას.

რაც შეეხება აქციას, ძალიან მშვიდად წარიმართება პროცესები. საქართველოში არის დემოკრატია, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს, თუმცა, ამის მიღმა თუ ვინმე ჩაიფიქრებს კანონის დარღვევას, მიიღებს საკადრის პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×