რეზონანსი
22.09.2025

ყველამ კარგად დაიმახსოვროს, რომ გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის და არ შეიძლება, ძალადობაში იყოს გადაზრდილი, როგორც ამერიკაში არ შეიძლება, რომ პოლიციელზე იძალადო და ეს გაამართლო იმით, თითქოს, ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა, ჩვენს შემთხვევაშიც ასეა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ სახელმწიფო მყარად იდგება, რომ ძალადობა არ იყოს.

„დამხობა დამხობაა, ხოლო დამხობისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია. რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების შეცვლის არაერთი თარიღი მოგვისმენია, მაგრამ ყველამ დაიმახსოვროს, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნებით ხდება. სხვა მოქმედება კანონდარღვევაა, რისი უფლებაც არავის აქვს. სახელმწიფო ორ ფეხზე მყარად დგას და არავის ექნება საშუალება რევოლუციით, დამხობით, მოიყვანონ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა. მათ ასეთი განცხადებები უნდა გააკეთონ, რადგან მათ მიმართ ასეთია დავალება“, – განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×