რეზონანსი
22.09.2025

ცნობილმა ჟურნალისტმა პაბლო ჟირალტმა X-ის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა 2025 წლის „ოქროს ბურთის“ ხმის მიცემის შედეგები. პრიზის მფლობელი გახდება „ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი. მეორე ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა უსმან დემბელემ.

„ოქროს ბურთის“ გადაცემის რიგით 69-ე ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. მეოთხედ ისტორიაში პრიზი გადაეცემა სეზონის (2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 13 ივლისის პერიოდი) და არა კალენდარული წლის შედეგების მიხედვით. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღეს ფიფა-ს რეიტინგის TOP100-ში მყოფი ქვეყნების სპორტულმა ჟურნალისტებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×