რეზონანსი
22.09.2025

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 4 სექტემბერს მოაწერა.

განკარგულების თანახმად, ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, როგორც იუსტიციის ყოფილ მინისტრს.

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს – ანრი ოხანაშვილს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა", - წერია განკარგულებაში. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×