რეზონანსი
22.09.2025

5 ოქტომბერს სირიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს პირველი საკანონმდებლო არჩევნები იქნება.

მოსახლეობა ეროვნული კრების 210-მანდატიანი ორგანოდან 140 დეპუტატს აირჩევს. 70 კანონმდებელს კი დროებითი პრეზიდენტი აჰმედ აშ-შარა დანიშნავს.

გარდამავალი სამწლიანი პერიოდის განმავლობაში, სირიის ახალი მოწვევის პარლამენტი სირიის ახალი კონსტიტუციის შექმნაზე იმუშავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×