რეზონანსი
22.09.2025

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი და თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის გამო პენსიონერებს პენსიის ნახევარზე მეტი საჭირო წამლებსა და სამედიცინო მოსმახურებაზე ეხარჯებათ.

კუპრაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, წამლებზე ფასი რეკორდულად - 236 % -ითაა გაზრდილი, რაც ხანდაზმულებისთვის საკმადო დიდი პრობლემა.

თბილისის მერობის საერთო კანდიდატი აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში, მერიის ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხები, რაც პენსიონერების უფასო მედიკამენტებს უზრუნველყოფს.

“ყველა პენსიონერს დედაქალაქში ექნება უფასო წამლები და არ მოუწევთ, ყოველთ თვე 239 ლარის და 40 თეტრის გადახდა ძირითად მედიკამენტებში“,- განაცხადა მან.

ოცნებით და სიცოცხლით სავეს ე.წ. ქალაქში, პენსიონერებს უწევთ მძიმე რეალობასთან ბრძოლა,  ბრძოლა გადარჩენისთვის მაშინ, როცა მათი პენსია მერყეობს 350 ლარიდან 450 ლარამდე და შეუძლებელია მათთვის ძირითადი მედიკამენტების და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. ამ წლების განმავლობაში, 2015 წლიდან დღემდე, “ოცნების პირობებში მაგალითად ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ფასი 236 პროცენტითაა გაზრდილი, გულსისხლძარღვთა მედიკამენტები 61 პროცენტით. ყველა საჭირო მედიკამენტის ფასი გაზრდილია მრავალჯერ. მეტად ამ პრობლემის შინაარსში აღარ ჩავალ, რადგან თითოეულმა პენსიონერმა, თბილისში და მთელ საქართველოში, იცის რამდენად რთულია აუცილებელი მედიკამენტის შეძენა. ჩვენ ახლა ჩავატარეთ მარტივი ექსპერიმენტი, სადაც ძირითადი 10 მედიკამენტის ფასი გადავამოწმეთ სააფთიაქო ქსელებში და ერთი თვის მედიკამენტების საშუალო ღირებულება არის 239 ლარი და 40 თეთრი. ანუ, პენსიის ნახევარზე ბევრად მეტი იხარჯება ძირითად მედიკამენტებში. უფასო წამლები დღეს პენსიონერებისთვის არი აუცილებელი, გარდაუვალი, საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ. ის პროგრამული ჩანაწერი და პირობა, რომელსაც მე ვიძლევი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არის ის, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში ექნება უფასო წამლები და არ მოუწევთ, ყოველ თვე 239 ლარის და 40 თეთრის გადახდა ძირითად მედიკამენტებში. ეს ჩამონათვალი არის მხოლოდ და მხოლოდ წნევის მარეგულირებელი, არითმიის საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკები, რომელიც ყველა პენსიორებნისთვის მნიშვნელოვანია. თუ დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემა გააჩნიათ, კიდევ დამატებით ხარჯებზეა საუბარი.

საზოგადოება ვერ შედგება გამართულ, მორალურ საზოგადოებად, იმ შემთხვევაში,  თუ მოხუცებიდ ა ხანდაზმულები შიმშილობენ, ისინი ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება იყოს მორალურად წელში გამართული, ამისთვის კი მნიშვნელოვანია მერიის ბიუჯეტიდან გამოინახოს რესურსები, რომელითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ თბილისელ პენსიონერებს, რომ შეიძინონ მედიკამენტები, უფასოდ, მერიის მხარდაჭერით. ამ პირობას ვდებ, თბილისელი პენსიონერების წინაშე, რომ ისინი აუცილებლად იქნებიან უზრუნვეყოფილი ყველა საჭირო მედიკამენტით, სრულიად უფასოდ, ყოველგვარი ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე, რასაც ანტიქართული „ოცნება“ იყენებს, ხანდაზმულებსი წინაღმდეგ ჩვენს დედაქალაქში, - განაცხადა კუპრაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×