რეზონანსი
22.09.2025

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს პარკეტის პოლიტიკოსი უწოდა.

ფავლენიშვილის განცხადებით, სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები ვერასოდეს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს.

„სალომე სამადაშვილი და მისნაირი პოლიტიკოსები სინამდვილეში არიან ბიძინა ივანიშვილის მაშველი რგოლი ბოლო წლების მანძილზე, ეს ყველამ კარგად იცის. ასეთი პარკეტის პოლიტიკოსები ვერასოდეს დაამარცხებენ ავტორიტარულ რეჟიმს და ამიტომაც აქვთ ბრაზი იმ ხალხის მიმართ, ვინც რეალურად ებრძვის ავტორიტარიზმს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს“. სამადაშვილის თქმით, „ოპოზიციონერი ამომრჩეველი როდესაც რეჟიმს არ უწევ წინააღმდეგობას საარჩევნო ყუთთანაც, ამით ეხმარები რეჟიმს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×