რეზონანსი
22.09.2025

ეს ჯგუფი უკვე ღიად თავს აცხადებს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ მე ვთქვი, რომ მე ძალიან ახლოს დავაკვირდები ამ დაჯგუფების მიმართ დამოკიდებულებას უცხოელების მხრიდან მათ შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ევროპა ღიად გმობდეს ძალადობას, „ევროპის სახალხო პარტია“ ღიად გამოხატავს მხარდაჭერას ლევან ხაბეიშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

„დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრად. მათ შორის ჰქონდათ მათ მხარდამჭერი განცხადება ხაბეიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტური სკანდალია. რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლებო პარტიას აერთიანებს მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. გაცხადებული მიზანი აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას. ვინც ექსტრემიზმს მხარს უჭერს, ის ტერორიზმს მოიმკის და მოიმკის საკუთარ ქვეყანაში.

საბოლოო ჯამში საკუთარ ტანზე იგრძნობს ადამიანი თუ ქვეყანა იმ შედეგს, რომელსაც სხვაგან აყენებს. როდესაც დამხობას და ასეთ ტერმინოლოგიას, ექსტრემიზმს მხარს უჭერენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებებს წარმომადგენლები, „ევროპის სახალხო პარტიის“ სახით, საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მიიღებენ თავისთან. ამ „ჯინს“ თუ კი სხვაგან უშვებენ გარეთ, საკუთარ ქვეყანაში მიიღებენ ზუსტად იმავეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×