რეზონანსი
20.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში H-1B სამუშაო ვიზისთვის მოსაკრებელი 100 000 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამ ნაბიჯით ტრამპს სურს, წაახალისოს ამერიკელების დასაქმების შანსები.

როგორც მედია წერს, აღნიშნული სავიზო პროგრამით ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები სარგებლობენ, რომლებიც მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას ძირითადად ინდოეთიდან და ჩინეთიდან ცდილობდნენ.

ამ დრომდე სავიზო მოსაკრებლის ფასი 215 დოლარიდან იწყებოდა და, ვიზის გაცემის შემთხვევაში, დამატებით გადასახადებსაც მოიცავდა. წელიწადში 85 ათასამდე ვიზა გაიცემოდა. ახლა კი სავიზო გადასახადი წლიურად 100 ათასი დოლარი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×