
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 580 დრონითა და 40 რაკეტით მიიტანა იერიში.
პრეზიდენტის ცნობით, დარტყმის სამიზნე აღმოჩნდა დნეპრი, დნეპროვსკის, მიკოლაევის, კიევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქები. დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი და დაშავებულია ათობით პირი.
„უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია დაიცვას თავი და ევროპა, თუმცა საიმედო ფარისთვის ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად: გავაძლიეროთ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, გავზარდოთ იარაღის მიწოდება, გავაფართოოთ სანქციები რუსეთი საომარი მანქანისა და იმ სფეროების წინააღმდეგ, რომლითაც მას აფინანსებს", - აღნიშნავს ზელენსკი.