რეზონანსი
20.09.2025

სულ მიჩნდება განცდა, რომ ის [პაატა ბურჭულაძე] „ანიტა 2-ია", იმიტომ, რომ ისეთ სიგიჟეებს აფრქვევს ხოლმე, რომ მე პირადად მგონია­ შეგზავნილი, რომ დაშალოს ის ხალხი, ვინც იქ იკრიბება გარკვეული ინტერესების სანაცვლოდ. ახლა ეშინიათ, რომ ემანდ, არ "ჩააყუდონ", იმიტომ, რომ არის კანონი, არის სამართლებრივი სახელმწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, სადაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს.

„ევროპული სტანდარტი კიდევ უფრო მკაცრია, "ფეისბუქზე" რაღაც კომენტარის გამო, ხალხი თვეებით და წლობით ჩასვეს ციხეში - ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, უფრო ლმობიერი ხელისუფლება ვართ, მაგრამ, დამხობის და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისკენ მოწოდებები თუ იქნება, ბუნებრივია, ამაზე რეაგირებას მოახდენს კანონი და ახდენს კიდეც. ყველას მოვუწოდებ, მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოა, ვისაც უნდა, მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ბოიკოტის რეჟიმი უნდა, არის გამოყოფილი ადგილი და რამდენიც უნდათ იმდენი ბოიკოტი ჩაუტარონ ერთმანეთს. როგორც კი ზედმეტს იკადრებენ, კანონი არის მკაცრი და კანონის ძალით ჩვენ ვიმოქმედებთ.

რიგითი "ენჯეოშნიკი" იქნება თუ მდიდარი "ენჯეოშნიკი", ვისაც გადაუცდება ფეხი, ყველას მივაბრძანებთ იქ, სადაც კანონის ძალა ითხოვს, ასე რომ, ფრთხილად იყვნენ. ჩვენ არავის ვაშინებთ, არც ვემუქრებით, უბრალოდ, იცოდეს ყველამ - ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, კანონს ვინც გადავა, ყველა პასუხს აგებს", - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×