რეზონანსი
20.09.2025

სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა მსგავსი ქმედებებით, აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი, სამართლებრივად დაუსაბუთებელი ქმედებით - სანქციით, რომლის უკანაც რეალურად არაფერი დგას და აშკარად იკითხება ის სუბიექტური კვალი გლობალური ნეგატიური ძალებისა, რომელთა ცენტრად ამ ბოლო ჟამს ევროპის კონტინენტი გადაიქცა, - ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან პირველი მსგავსი გადაწყვეტილება არ არის.

„ეს არის იმ სამწუხარო პოლიტიკის გაგრძელება, რაც საქართველოსთან მიმართებით ხდება უკრაინაში ომის პირობებში ჩვენი როლის თვალსაზრისით", - მიიჩნევს მათიკაშვილი.

ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში და აღნიშნეს, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×