რეზონანსი
20.09.2025

4 ოქტომბრისთვის მმართველი გუნდი ემზადება, რომ საარჩევნო პროცესი წარმართოს იმდაგვარად, რომ დააფიქსიროს მაღალი შედეგი, მაგრამ ოპოზიცია ემზადება, რომ 4 ოქტომბერს რამენაირად აურზაური აიყვანოს პიკში და მხოლოდ ამ გზით შეძლონ საკუთარი პოლიტიკური სარგებლის მოპოვება, მაგრამ ეს გამორიცხულია, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, ხელისუფლება მობილიზებულია, რომ კანონი აღსრულდეს.

„თუ მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, მათ უნდა ჰქონდეთ აქტიური კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან. ისინი უნდა დადიოდნენ ქალაქებში, სოფლებში და საუბრობდნენ საარჩევნო პროგრამით ამომრჩეველთან და არა ის, რომ ბრიუსელსა და ამერიკაში ეძებდნენ რევოლუციისთვის სასურველ თანხებს, სასურველ სცენარებს და მერე ამ სცენარებს მიჰყვნენ. აქედან გამომდინარე, მათი პოლიტიკური მომავალი არის განწირული. მათ მხარდაჭერა არ ექნებათ შიგნით, მაგრამ გარედან მხარდაჭერით ისინი შედეგზე ვერ გავლენ.

ხელისუფლება არა მხოლოდ 4 ოქტომბერს იქნება მობილიზებული, არამედ ყოველდღეა მობილიზებული, რომ საქართველოში კანონი აღსრულდეს. თუ იქნება მათი მშვიდობიანი თუ არა მშვიდობიანი დამხობის მცდელობა, ხელისუფლების მხრიდან იქნება მშვიდობიანი კანონის აღსრულება. ეს გარანტია შეგვიძლია მივცეთ 4 ოქტომბერსაც და ეს გარანტიები იქნება ხუთშიც, ექვსშიც, მანამდეც და მას შემდეგაც"- აცხადებს ხუნდაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×