რეზონანსი
20.09.2025

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებს აფასებს და აღნიშნავს, რომ აგენტები გაიშალნენ, ნაწილი ბრიუსელში გაიქცა, ნაწილი ჯო უილსონთან, ნაწილი კი - კონგრესში აბეზღებს საკუთარ სამშობლოს.

სოსიაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ამ აგენტების საქმიანობის მთავარი მიზანია პატრონების დავალების შესრულება და არა ხალხზე ზრუნვა.

"გაიშალნენ აგენტები, ნაწილი გაიქცა ბრიუსელში, რათა იქ მოკალათებულ თავიანთ მფარველებს, პატრონებს შეეკითხონ, როგორ იმოქმედონ. ნაწილი წავიდა უკვე კომიკურ პერსონაჟად გადაქცეულ ჯო უილსონთან, რომლის განცხადებებს არანაირი ფასი აღარ გააჩნია, თვითონაც არ იცის, ეს კაცი რას ამბობს, რას წერს, რას ეხმაურება და ნაწილი, როგორც ხედავთ, კონგრესში ყელმოღერებული აბეზღებს საკუთარ სამშობლოს. ვფიქრობ, დღესავით ნათელია ჩვენი საზოგადოებისთვის ამ აგენტების საქმიანობის მთავარი მიზანი რა არის - ისინი ხალხთან კი არ მიდიან, რომ საკუთარი მიზნები გააცნონ, ხალხზე კი არ ფიქრობენ და ზრუნავენ, არამედ, მათი მთავარი მიზანია თავიანთი აგენტურული საქმიანობა და პატრონები რას დაავალებენ. ასე რომ, მორიგ ჯერზეც, მათი ეს ნაბიჯები დიდი მარცხისთვის არის განწირული, რაც 4 ოქტომბერს გამოჩნდება", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×