რეზონანსი
20.09.2025

უკრაინას მოუწევს რეალობასთან შეგუება, რომელშიც რუსეთს დონბასის დიდი ნაწილი უკვე ოკუპირებული აქვს, - აცხადებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.

The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამერიკელმა დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს აღნიშნული ტერიტორიების რუსეთის კუთვნილებად იურიდიულ აღიარებას.

კელოგმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის მიწებით არ ვაჭრობს და რომ ბოლო სიტყვა კიევის სათქმელია. სამშვიდობო მოლაპარაკების პირობებზე საუბრისას კელოგმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, რომელიც რუსეთს 1940 წლიდან ჰქონდა ოკუპირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×