
შემაძრწუნებელი შემთხვევა დასავლეთ გერმანიაში მოხდა, მოძრაობისას გზიდან გადასული მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივებმა, რომლებიც ავარიის მახლობლად იმყოფებოდნენ, ცეცხლში გახვეული ავტომანქანიდან მგზავრების გადარჩენა სცადეს, თუმცა, გერმანული მედიის ცნობით, Tesla-ს ჩასაკეცი სახელურების გახსნა ვერ შეძლეს.
ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 43 წლის მამაკაცი და ორი 9 წლის ბავშვი, კიდევ ერთმა ბავშვმა ავტომობილიდან თავის დაღწევა შეძლო და შემდეგ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
Tesla-ს ავტომობილებს ელექტრონული კარები აქვთ, რომლებიც ღილაკების საშუალებით იღება, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, (მაგ. ავარიის დროს), ეს ღილაკები გამოუსადეგარი ხდება, ავტომანქანას მექანიკური გადამრთველიც გააჩნია, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ მაღალი სტრესის პირობებში მისი პოვნა ადვილი არ არის.